უკან სერვისები

burger menu

პროექტები და დიზაინი

ჩვენი კომპანია უკვე წლებია რაც ზრუნავს დამკვეთის კომფორტზე, აპროექტებს და ქმნის ექსკლუზიურ დიზაინს, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის. პროფესიონალთა გამოცდილი გუნდი, კლიენტის სურვილის და ხედვების გათვალისწინებით ახორციელებს სამუშაოებს ყველა ნორმების დაცვით.

ზედამხედველობა

კომპანია ნეოკონი დამკვეთებს სთავაზობს სრულფასოვან კონსულტაცია ზედამხედველობის სერვისს, არა მხოლოდ კომპანიის მიერ წარმოებული პროექტების დაწყება-დასრულების თვალსაზრისით; დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, ნეოკონი გაგიწევთ დახმარებას სხვა სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა-კონსულტირებაში. კონსულტაციას ზედამხედველობა ჩვენთან შესაძლებელია შემდეგ საკითხებში:

  • საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და ინდივიდუალური საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა;
  • შიდა და გარე სამუშაოების შესრულება, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის შემუშავება;
  • საპროექტო და სამშნებლო სამუშაოების მენეჯმენტი;
  • ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება.

მშენებლობა

კომპანია აწარმოებს მრავალპროფილურ და მრავალფუნქციურ საქმიანობას. მოიცავს სამშენებლო სამუშაოებს უძრავი ქონების ბაზრის შემდეგ სექტორებში - კერძო სახლები და აგარაკები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საოფისე და კომერციული ფართები, ინდუსტრიული და საწარმოო დანიშნულების ფართები, სასტუმრო კომპლექსები. ახორციელებს როგორც სრულ პროექტს - თავიდან ბოლომდე, ინვესტირებისა და სრული სამუშაოების შესრულების ჩათვლით; ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან თუ კერძო პირთან და სთავაზობს მათ პროექტირება-ლეგალიზაციის, ტექნიკური ზედამხედველობის, სამშენებლო მენეჯმენტის თუ სხვა სერვისებს.

ინვესტიცია

კომპანია ნეოკონი აქტიურად ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას. კომპანია არა მხოლოდ საკუთარ, სამშენებლო პროექტებში დებს ინვესტიციებს და სრულად აფინანსებს მშენებლობის ყველა ეტაპს, ასევე აქვს დიდი გამოცდილება,პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი ინვესტიციებით განახორციელოს მსხვილი თუ მცირე დეველოპერული პროექტები.

უკან

წინ