მშენებლობა
კომპანია აწარმოებს მრავალპროფილურ და მრავალფუნქციურ საქმიანობას. მოიცავს სამშენებლო სამუშაოებს უძრავი ქონების ბაზრის შემდეგ სექტორებში - კერძო სახლები და აგარაკები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საოფისე და კომერციული ფართები, ინდუსტრიული და საწარმოო დანიშნულების ფართები, სასტუმრო კომპლექსები. ახორციელებს როგორც სრულ პროექტს - თავიდან ბოლომდე, ინვესტირებისა და სრული სამუშაოების შესრულების ჩათვლით; ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან თუ კერძო პირთან და სთავაზობს მათ პროექტირება-ლეგალიზაციის, ტექნიკური ზედამხედველობის, სამშენებლო მენეჯმენტის თუ სხვა სერვისებს.